თავს იმით ნუ მოიტყუებ, რომ გული სუფთა გაქვს. რწმენის გარეშე ფუჭია კეთილი საქმეც და გულის სისუფთეც!
მორწმუნეთა დედამ აიშამ (რ.ა.) შუამავალს (ს.ა.ს.) ჰკითხა:
ალლაჰის შუამავალო! იბნი ჯუდ'ანი ჯაჰილობის ხანაში ნათესავებს მხარში ედგა, ღარიბებს აპურებდა. იმქვეყნად მიიღებს თუ არა ამის სანაცვლოდ სარგებელს?
ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ასე უპასუხა:
არა, მის მიერ ნამოქმედარი სიკეთეები მას ვერანაირ ხეირს ვერ მოუტანს, რადგანაც მას ერთ დღესაც კი არ უთქვამს, რომ ღმერთო განკითხვის დღეს ცოდვები მსპატიეო. (მუსლიმ, იმან 365 (214)
იმამი ნავავიმ საჰიჰი მუსლიმის განმარტებაში ეს ჰადისი განიხილა შემდეგი სათაურის ქვეშ:
"მტკიცებულება იმისა, რომ ვერცერთი კეთილი საქმე ხეირს ვერ მოუტანს იმას, ვინც ქააფირად გარდაიცვალა"