მიყვარხარ ისე, როგორც არასდროს,
აღარ დავიწყებ თავის მართლებას,
შენმა ღიმილმა აღარ განავრცოს,
რაც მე მეგონა, ის რომ მართლდება,
მიყვარხარ ჩემთვის, გადარეულად,
და ზუსტად ვიცი ვერ შეგელევი,
გადავიქცევი ისევ ეულად,
და ვისკის წვეთებს, კვლავ შევერევი,
მიყვარხარ ისე, მიყვარხარ ისე,
ღმერთებმა მინდა რომ შეამჩნიოს,
და მერე კოცნას მოგიძღვნი ისეთს,
ყველა პლანეტა რომ შეარხიოს,
და შენ მოგიძღვნი, ამ ერთ სამყაროს,
ყველაფერს დავთმობ, რაც გამაჩნია,
ამ დედამიწამ, სულ რომ ამყაროს,
უფალმა შენთვის მე გამარჩია,
მიყვარხარ ისე, როგორც არავინ,
და მეყვარები როგორც არასდროს,
და თუ გამომრჩა, რამე მთავარი
ლექსებმა მინდა, შემდეგ განავრცოს…
განა სხვას არ ვიცნობ მაგრამ გულს რა ვუყო?
სული მიწრიალებს შიგნიდან,
განა ვერ ვეტევი ამ დედამიწაზე,
მაგრამ შენ სადაც ხარ იქ მინდა...
განა ვერ ვერთობი, განა ვერ ვხალისობ
განა ვერ ვეწყობი ბუნებას,
მაგრამ შენი ნახვა ახლა ისე მინდა
ვიცი ვერ გავუძლებ ცდუნებას...
მახსოვს წერილები, ჩემი სკოლის რვეულს
ფურცელს რომ ვაცლიდი შუიდან
აღარ დამემალო მოდი ნუ მაგიჟებ
არ გადამიყვანო ჭკუიდან.
.
ახლა ლექსად დაგწერ და გაგიფრთხილდები
არ ამომივარდე რითმიდან,
განა ვერ ვეტევი ამ დედამიწაზე,
მაგრამ შენ სადაც ხარ იქ მინდა...
ავტ:/ზურა ბუდაღაშვილი/