კაცი როცა იბადება, ირგვლივ ყველა იბადრება! ტვინი,ტანი,რომ ეზრდება, ის ნელ-ნელა ხალხს ბეზრდება... ხოლო,როცა მოხუცდება, ჯანმრთელობა მოუცვდება, აზროვნება გაჭირდება -აღარავის არ სჭირდება. ბოლოს,როცა გარდიცვლება, ბევრი ბოცა დაიცლება, ღრეობაა გამართული, ისევ ყველა გაბადრული...
საჩინო ინწრის ხეობა ზ.დ.240 მ.უწინ ეწოდებოდა ქვედა საჩინო(ზედა საჩინოდ ითვლებოდა დღევანდელი კუხეში) საჩინო მოიხსენიება 1733 წლის გუჯრებში: ,,გრიგოლ კათალიკოსის ბიჭვინთის საბუთთაგან“(სიჭ ინავა 2010,გვ,365) ამ სოფელში იყო თავად აფაქიძეების კარის ეკლესია,ეს ეკლესია დარბაზულია და როგორც ვარაუდობენ, შუა საუკუნეებშია აგებული.არ ვიცით თუ რომელი წმინდანის სახელობის იყო ის. XIX ს. შუა წლებში(დ.დადიანის მთავრობის დროიდან) საჩინო შედიოდა ჯვარის მაზრაში,1886 წელს საჩინო მოექცა ჯგალის თემში, 1930 წლიდან შექმნილია საჩინოს საბჭო შედიოდა: საჩინოს საბჭო(170 კომლი791 სული) ნაგურუ (113 კომლი, 565 სული)და კუხეში(110 კომლი,490 სული) საჩინო-ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს ცხადს,შესანიშნავს,ჩინებულს,გამ ოჩენილს დ
ჩემი ქვეყანა - მზიანი, კოხტა... ჩემი ქვეყანა - ნახევრად მოკვდა... ჩემი ქვეყანა - მუშტში ეტევა... ჩემი ქვეყანა - გულის შეტევა... ჩემი ქვეყანა - სულგაშლილია... ჩემი ქვეყანა - სულ დასჯილია... ჩემი ქვეყანა - ჯართის დარაჯი... მე ვრჩები. შენ კი, თუ გსურს გააჯვი..
ალბათ, ყველა დამეთანხმებით იმაში, რომ თითოეული ადამიანი ერთმანეთისგან განსხვვდება თავისი ინდივიდუალიზმით ამიტომაც სრულიად ბუნებრივია ის, რომ ზოგი ადვილად ენდობა უცხოს ზოგი კი "არა"!.!.!. მე კი მუდამ მახსოვს ერთი პატარა დამრიგებლური იდეის მქონე ლექსი...
ყველა ამხანაგს არ უნდა ენდო,
რაც უნდა ჰქონდეს ენა წყლიანი
მუდამ გახსოვდეს ილიას თქმული:
"ყველა კაცია ადამიანი?"