დრო ფუჭად დავკარგე
გადავლილ ბილიკებს ვერ ვამჩნევ ნაფეხურს,
გზას ვიწროს, ეკლიანს მივყვები ეული,
ვერც სადმე გაუვლელს ვერ ვადებ ნაჭდეურს,
მერევა სისუსტე ფიქრებით ძლეული.
რომ ვითვლი ჩავლილ წლებს, ტკივილი მაწვება,
ბევრი რომ არ დარჩა, მირთულებს შერგებას,
სულს ზოგჯერ სიმწრით რომ კივილი დასცდება,
ზეცამდე ასული სიჩუმეს ედრება.
დრო ფუჭად დავკარგე წარსულის ცქერაში,
ამაო ლოდინში წელი წელს მისდევდა,
ვეღარც კი შევბედე დარდს გულის ძგერაში
და თვალზე ნაწვეთიც ცრემლი ცრემლს იწვევდა.
ჩამოვრჩი ცხოვრებას, მაგრამ მსურს დაწევა,
ვერ მიმაქვს სხეული, ურჩ ძალებს მივყავარ,
ასაკი მაბრკოლებს, რადგან ,,ქუხს" გაწევა,
თუმცა შენ-სიცოცხლევ! მწუხარეც მიყვარხარ.
უფალო ისევე, შენით მაქვს იმედი,
ვიცი, რომ ჩამკიდებ ხელებს და
ვერ გავუძელი
ვერ გავუძელი შენს თვალებში ჩაწოლილ სევდას,
დღესაც ვიგრძენი როგორ ჩუმად გწვეთავდა ცრემლი,
მე ხომ ვიცოდი, წლები დარდი დამყოლი გდევდა
და როგორ ძნელად გადიოდა დღე-ღამე გრძელი.
ვერ გავუძელი შენი გულის გადამწვარ ძარღვებს,
დარდიან ფეთქვას და ვენების ნამუქებ ფერებს,
გადავსებული ფიქრებისგან შავ-ჩამქრალ თვალებს,
რომლებიც ერთ დროს ასხივებდა ნაშუქებ მერცხლებს.
ვერ გავუძელი დაკარგული ოცნების ძებნას,
ლამაზ მზერაში გადარჩენილ ცრემლიან ღიმილს,
გულში ჩაკლული, შენახული გრძნობების დევნას,
შვიდივე ნოტით გადმოწერილ სევდიან კივილს.
ვერ გავუძელი შენს თბილ გულში ჩატეულ სევდას,
უსაზღვრო წყურვილს სიცოცხლისას,
დამალულს მხოლოდ,
იმ დიდ სიყვარულს, აქამდე რომ გაქცეულს მდევდა
და ლოდინისგან განაწვალებს,
დ
შევწყვიტე მოძებნა.
აღარსად არ გეძებ, მომბეზრდა
გზაც.. შარაც,
წარსულში დავტოვე, წლებმა რაც მაწამა.
მომავლის დავხურე სარკმელიც,
ფანჯარაც
და ცასაც არ ველი, ცისფერს და კამკამას.
შიშველი ხელებით მივყვები აღმართებს,
ქვებზე და ეკლებზე ძლივს ვადგამ
ნაბიჯებს.
გვიანი ფიქრები არასდროს ამართლებს,,
ვიცი და ფერდობზე სიფრთხილით
ვაბიჯებ.
ქარი და სიცივე ძალიან მაშინებს,
სადღაცა მომისწრებს სუსხი და გამყინავს.
ზამთარი კარს მოდგა, ჭაღარაც
მაფიქრებს,
ძლიერ რომ აცივდეს, თითებსაც
წამყინავს.
შევწყვიტე მოძებნა, წლებია გასული,
ეს გული გაცივდა, გრძნობებმაც
იყუჩა.
ვინ იცის სადა ხარ, ან საით წასული
და რატომ გავთელო ძებნაში ის ქუჩა?!
გელოდე ბევრი და ვერ მნახე ეული,..
ვერ მიხვდი რატომღაც, იქნება ვინ ვიყავ...
მარტოსუ