შემომეჩვია ზრახვები ავი,
მინდა ამაღამ მოვიკლა თავი,
დამჩხავლებს ალბათ საფლავზე ყვავი-
''გიჟი ყოფილა ეს საცოდავი,''
მერე საფლავის გაყინულ ქვაზე
ამოტვიფრავენ სიცოცხლის ხანას,
დამიტირებენ საზარელ ხმაზე,
მიმაბარებენ სულ სხვა ქვეყანას.
ყველაზე დიდი სულ ერთი წელი
გამიხსენებენ ცალკე სასმისით,
შეეჯიბრება ერთმანეთს მთქმელი,
სულ სხვა აზრით და სულ სხვა ხალისით.
წარმომადგენენ სასწაულმთქმელად,
ზოგი ჩემს ქებით აიდგამს ენას
და გაირკვევა მოულოდნელად
რომ ვყვარებივარ უკლებლივ ყველას.
შემომეჩვია ზრახვები ავი,
მინდა ამაღამ მოვიკლა თავი,
დამჩხავლებს ალბათ საფლავზე ყვავი-
''გიჟი ყოფილა ეს საცოდავი,''
მერე საფლავის გაყინულ ქვაზე
ამოტვიფრავენ სიცოცხლის ხანას,
დამიტირებენ საზარელ ხმაზე,
მიმაბარებენ სულ სხვა ქვეყანას.
ყველაზე დიდი სულ ერთი წელი
გამიხსენებენ ცალკე სასმისით,
შეეჯიბრება ერთმანეთს მთქმელი,
სულ სხვა აზრით და სულ სხვა ხალისით.
წარმომადგენენ სასწაულმთქმელად,
ზოგი ჩემს ქებით აიდგამს ენას
და გაირკვევა მოულოდნელად
რომ ვყვარებივარ უკლებლივ ყველას.