ერთხელ, მასწავლებელმა თავის მოსწავლეებს ჰკითხა:
– რატომ ყვირიან ადამიანები. როდესაც ჩხუბობენ?
– იმიტომ, რომ მოთმინებას კარგავენ – თქვა ერთმა.
– კი მაგრამ ყვირილი რაში სჭირდება ადამიანს, როდესაც ის, ვისაც უყვირის, ისედაც მის გვერდით იმყოფება? – დააზუსტა მასწავლებელმა – არ შეიძლება წყნარად უთხრას? რაში სჭირდება გაღიზიანების დროს ყვირილი?
მოსწავლეები გაოგნებულნი იჩეჩავდნენ მხრებს, რადგან მსგავსი რამ თავში აზრადაც არასდროს მოსვლიათ. მაშინ მასწავლებელმა თქვა:
– როდესაც ადამიანები არიან ერთმანეთით უკმაყოფილო და ჩხუბობენ, მათი გულები ერთმანეთს შორდება. მათ უწევთ ყვირილი, რათა დაფარონ სიშორე და ერთმანეთს უკეთ გააგებინონ სათქმელი. რაც უფრო მეტად ბრაზდებიან, მით უფრო ხმამაღლა ყვირიან. ადამიანებს, როდე