. .
გამრუდებულ გზაზე ნაბიჯს რომ ვერ გადადგამ,გული რომ არ გაგიშვებს-ესაა ერთგულება.
თვალები სხვისკენ რომ არ გაგეპარება,რადგან ყველაზე ძვირფასი გულში გეგულება და უფრთხილდები- ესაა ერთგულება.
ეშმაკს ხახაში რომ არ ჩაუვარდები,"იმას"არ ვატკინოო- ესაა ერთგულება.
ჭორს რომ არ აყვები,ეჭვი რომ არ შეგეპარება- ესაა ერთგულება.
საკუთარი სურვილების დათრგუნვას რომ შესძლებ სხვის გასაბედნიერებლად- ესაა ერთგულება.
სახლში სუფთა თვალებით რომ შეხვალ და სინდისი რომ გეამაყება-ესაა ერთგულება.
შესაძლებლობა რომ მოგეცემა და არ გამოიყენებ- ესაა ერთგულება.
საკუთარი ერთგულებაც რომ გეერთგულება- ესაა ერთგულება.
ღალატი აზრადაც რომ არ მოგივა- ესაა ერთგულება და არა ძლივს შენარჩუნებული წესიერება.
სადაც სიყვარულია,იქ ერთმანეთს არ ღალატობენ,სიყვარულმა ღალატი არ იცის.
ქარში,წვიმაში,წარღვნაში,შიმშილში,უბედურებაში,ჯოჯოხეთში ფეხს რომ არ მოიცვლის და არ მოგშორდება-ესაა ერთგულება.
მოღალატის ერთგულებაც შეიძლება,ღალატია მძიმე სატარებელი,თორემ ერთგულება ფრთებივით მსუბუია...არა აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ გიღალატეს,თუ ერთგული ხარ,ერთგულებას ვერ მოიშლი,ერთგულებას ვერ სწავლობენ,ან ხარ ერთგული,ან არა!..
კლდის ქიმზე რომ დადგები თვალებახვეული მის გამო,ის კი ხელს გკრავს და გაგიმეტებს,ღმერთი რომ გადაგარჩენს,ისევ რომ დაბრუნდები და მაჯებზე წურბელასავით ჩაებღაუჭები ერთგულებაა თუ სისულელე?! არა ხარ ასეთ დროს მოსაკლავი?!მაგრამ,რას იზამ ასეთია ერთგულება სიკვდილამდე,მე არ მესმის დროებითი ერთგულების...წარმოუდგენლად დაუცველია შეყვარებული ადამიანი,სრულიად ფარ-ხმალ აყრილი.მხოლოდ ერთგულებით შეიძლება მისი დაცვა.
უერთგულეთ,აუცილებლად,უერთგულეთ ერთმანეთს!..
ია ნანეიშვილი
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев