ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ვაჯობე ტკივილს
ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ იღბალი მერგო.
ყველა მოძულის, მოღალატის პასუხად მიკვირს
და მზად ვარ ჩემი ერთგულება გადავუნერგო
ბედნიერებას არ სჭირდება საფრენად ფრთები,
საკმარისია, კეთილ გულში შემოიხედო.
და ახლა როცა, ყველა წამის სინაზით ვტკბები
არ შემიძლია მოწყენილად გამოვიხედო
. . .
გამრუდებულ გზაზე ნაბიჯს რომ ვერ გადადგამ,გული რომ არ გაგიშვებს-ესაა ერთგულება.
თვალები სხვისკენ რომ არ გაგეპარება,რადგან ყველაზე ძვირფასი გულში გეგულება და უფრთხილდები- ესაა ერთგულება.
ეშმაკს ხახაში რომ არ ჩაუვარდები,"იმას"არ ვატკინოო- ესაა ერთგულება.
ჭორს რომ არ აყვები,ეჭვი რომ არ შეგეპარება- ესაა ერთგულება.
საკუთარი სურვილების დათრგუნვას რომ შესძლებ სხვის გასაბედნიერებლად- ესაა ერთგულება.
სახლში სუფთა თვალებით რომ შეხვალ და სინდისი რომ გეამაყება-ესაა ერთგულება.
შესაძლებლობა რომ მოგეცემა და არ გამოიყენებ- ესაა ერთგულება.
საკუთარი ერთგულებაც რომ გეერთგულება- ესაა ერთგულება.
ღალატი აზრადაც რომ არ მოგივა- ესაა ერთგულება და არა ძლივს შენარჩუნებული წესიერება.
სადაც სიყვარულია,იქ ერთმანეთს