Предыдущая публикация
ჩემს თავზეც ბრუნავს ხან დოლაბი, ხან კიდე კევრი
ვხედავ: რეგვენი ლაპარაკობს ამაყად, მძიმედ,
და, მე შენ გეტყვი, უბატონოდ ხმას გასცემს ვინმე?!
ქალი თუ კაცი ეჯიბრება იმაში ურთერთს:
ფიქრის და სიტყვის დაშორებას ვინ შესძლებს უკეთ.
გზადაგზა მხვდება კმაყოფილი სიფათი რეგვნის,
ფოთლებს უწვდიან ლამაზმანებს ამაოდ ლეღვნი.
დროდადრო მესმის უხერხული ხალხური ლექსი:
ვჭამოთო კარგად, არაფერი შეგვრჩება მეტი.
ვაი, ჩვენს პატრონს, ჩვენი ყოფის თავი და ბოლო,
ჭამა და საჭმლის მონელება თუ არის მხოლოდ.
/მუხრან მაჭავარიანი/
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев