"მამა გაბრიელი
სიცოცხლეშივე ღვთის მადლით ბევრ სასწაულს ახდენდა.
ერთ მონაზონს, დედა პელაგიას, შვილი ჰყავდა ავად.
ექიმებმა ვერაფერი გაუგეს.
მამა გაბრიელმა სნეული თავისთან მიაყვანინა, ღვთისმშობლის დიდი ხატი წყლით ჩამორეცხა, ნაბანი წყალი სნეულს დაალევინა.
ქალიშვილი მაშინვე განიკურნა.
ერთხელ მამა გაბრიელს სულიერი შვილი ესტუმრა.
ბერი წესისამებრ გაუმასპინძლდა. ყმაწვილმა ტაფაში ჩარჩენილი კარტოფილი მოასუფთავა,
არ ეყო.
დედა პარასკევამ მოძღვარს უთხრა,
– დასათლელი კარტოფილიც აღარ გვაქვსო.
”ჰო, კარგი,”
- ჩაილაპარაკა ბერმა, მერე კი სტუმარს მიმართა:
– გადი, აბა, გაიხედე.
ეზოში ორი მონაზონი ხომ შემოვიდაო.
ყმაწვილი გარეთ გავიდა.
მართლაც ამ დროს მონასტრის ეზოში მონაზვნები შემოვიდნენ.
”შემოვიდნე
დავდივარ, როგორც დადიოდა ჩემამდე ბევრი...
ჩემს თავზეც ბრუნავს ხან დოლაბი, ხან კიდე კევრი
ვხედავ: რეგვენი ლაპარაკობს ამაყად, მძიმედ,
და, მე შენ გეტყვი, უბატონოდ ხმას გასცემს ვინმე?!
ქალი თუ კაცი ეჯიბრება იმაში ურთერთს:
ფიქრის და სიტყვის დაშორებას ვინ შესძლებს უკეთ.
გზადაგზა მხვდება კმაყოფილი სიფათი რეგვნის,
ფოთლებს უწვდიან ლამაზმანებს ამაოდ ლეღვნი.
დროდადრო მესმის უხერხული ხალხური ლექსი:
ვჭამოთო კარგად, არაფერი შეგვრჩება მეტი.
ვაი, ჩვენს პატრონს, ჩვენი ყოფის თავი და ბოლო,
ჭამა და საჭმლის მონელება თუ არის მხოლოდ.
/მუხრან მაჭავარიანი/