სუმელას ლეგენდა - თურქეთში მდებარე უნიკალური ქართული მონასტერი, სადაც სანთლის ანთება წელიწადში მხოლოდ ერთ დღეს შეიძლება
სუმელას უნიკალური ქართული მონასტერი ლაზეთში, 1200 მეტრის სიმაღლის მთაზე მდებარეობს და 386 წელს დაარსდა. ზაფხულში იქ მისვლა მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი, რადგან ვიწრო გზებია და ტრანსპორტი ვერ ახერხებს გადაადგილებას. რაც შეეხება ზამთარს, იქ მისვლა წარმოუდგენელია. ბერები მონასტერში მეცხრამეტე საუკუნიდან ცხოვრობენ, თუმცა კლდეში ნაკვეთი ქალაქი როგორც ზევით დავწერეთ, თავის ისტორიას მე-4 საუკუნიდან ითვლის.
მას ხშირად ვარძიასაც ადარებენ და არსებობს ვერსია, რომ "სუმელა" ლაზურად სამებას ნიშნავს. მონასტერში ულამაზესი ფრესკები დღემდეა შემორჩენილი, თუმცა სამონასტრო მხატვრობა მე-13 ს