ვისთვის ეს ხიდი ბეწვისაა და ვისთვის ფარდოდ სავალი , ვის არ გაუვლია ამ ხიდზე და ვინ არ გაივლის , მაგრამ მარადიული არავისთვის ყოფილა იგი.რაოდენ უშფოთველი და ბედნიერი, არ უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლე , სიკვდილის ჟამს კარგავს იგი, ამ უშფოთველობას და სიცოცხლეში გაყოყოჩებული, ახლა თავდახრილი დგას სიკვდილის წინაშე, ამქვეყნიური სიამით ყვავილივით გალაღებულ გულსაც კი, დააჭკნობს სიკვდილის მხურვალება! და უკვე ამა სოფლიდან ასაბარგებლად გამზადებულს , მთელი ცხოვრება,ერთ წამად წარმოგიდგება თვალწინ და მხოლოდ მაშინ ხვდები,თუ რამდენი წამი გიცხოვრია ფუჭად,თუ რაოდენ ამაო ყოფილა ყოველივე,ეჭიდები სიცოცხლის უკანასკნელ წამს,როგორც მთელ სიცოცხლეს და აღმოჩნდება,რომ მთელი შენი სიცოცლე, ერთ უმცირეს წამში დაეტია..
მამა თეიმურაზ ქორიძე.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев