ორ უდიდეს სასწაულს, დაბადებასა და გარდაცვალებას, შორის ღმერთმა ხიდად გადო ეს ცხოვრება. ვისთვის ეს ხიდი ბეწვისაა და ვისთვის ფარდოდ სავალი , ვის არ გაუვლია ამ ხიდზე და ვინ არ გაივლის , მაგრამ მარადიული არავისთვის ყოფილა იგი.რაოდენ უშფოთველი და ბედნიერი, არ უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლე , სიკვდილის ჟამს კარგავს იგი, ამ უშფოთველობას და სიცოცხლეში გაყოყოჩებული, ახლა თავდახრილი დგას სიკვდილის წინაშე, ამქვეყნიური სიამით ყვავილივით გალაღებულ გულსაც კი, დააჭკნობს სიკვდილის მხურვალება! და უკვე ამა სოფლიდან ასაბარგებლად გამზადებულს , მთელი ცხოვრება,ერთ წამად წარმოგიდგება თვალწინ და მხოლოდ მაშინ ხვდები,თუ რამდენი წამი გიცხოვრია ფუჭად,თუ რაოდენ ამაო ყოფილა ყოველივე,ეჭიდები სიცოცხლის უკანასკნელ წამს,როგორც