აღმომაჩინე შენს თავში,
სხვაგან ვერასდროს მიპოვი.
არ დამიშორო იცოდე,
შენს საფერებლად ვილტვოდი.
სიტყვებით არ გადაგღალავ,
სიყალბეების მრცხვენია.
სიტყვები უცებ ცივდება,
გრძნობა ათასჯერ ცხელია.
შენს შემხვედარეს მიწაზე,
ცის მადლი გადმომფენია.
რაც შემიყვარდი მას აქეთ,
სხვა გზები არ დამრჩენია.
ემაგ წამწამთა ჩრდილობში,
უკვდავი წყაროს წვეთია.
მოდი მაპკურე, მაცოცხლე,
როდემდე ეგ სულერთია.
სწორი ან მცდარი გზის ბოლო,
ერთი უსამნო ველია.
ვისთვის ედემის ბაღია,
ვისთვის ზღვის პირა შხეფია.
მე იქ დაგიცდი ბოლო ჟამს,
სიმშვიდე თუ გვიწერია.
გსურს მალე მოდი, გსურს არა....
გული ისედაც შენია.
.........................................
კახა.