ახლა ვეღარაფრით გამაკვირვებ,
ცხოვრებამ არაფერი შემარჩინა...
ორგულთა სიმრავლე არ მატირებს,
ერთგულთა სიმცირემ შემაშინა!...
დაე, იქუხოს და გაავდარდეს
ცხმორთან, ანანურთან, შენაქოსთან,
დიდი სიძულვილი არ მადარდებს,
მცირე სიყვარულმა შემაშფოთა!...
სულო, სულ სიზმრებში მიხიზნულო,
ტალახს ვისი ხელი არ გაყრიდა...
იმას რა მოვკითხო, ვინც გყიდულობს,
ჯავრი იმისი მჭირს, ვინც გაგყიდა!...
ლურჯი ბილიკები დამკარგვია,
დამრჩა სახე ცრემლით ნაღარავი,
მახვილის სიმრავლე რას გარგია, -
მკლავი, მომქნეველი, აღარ არი!...
ახლა ვეღარაფრით გამაკვირვებ,
ქარმა ფოთოლიც არ შემარჩინა...
ორგულთა სიმრავლე არ მატირებს,
ერთგულთა სიმცირემ შემაშინა!
/მანანა ჩიტიშვილი/
ერთი ქალი ხორცის გადამამუშავებელ ქარხანაში მუშაობდა. ერთხელ, დამღლელი სამუშაო დღის ბოლოს, ის გასაყინავ კამერაში შევიდა რაღაცის შესამოწმებლად, მაგრამ კარი შემთხვევით დაიკეტა და ქალი შიგნიდან ჩაკეტილი აღმოჩნდა. მან დაიწყო ყვირილი და მთელი ძალით აბრახუნებდა კარზე, მაგრამ ყველაფერი უშედეგო იყო – არავის შეეძლო მისი ხმის გაგონება. მომუშავეთა უმეტესობა უკვე წასული იყო, ხოლო გარედან შეუძლებელია გაიგონო ის, თუ რა ხდება მაცივარში.
ხუთი საათის გასვლის შემდეგ, როდესაც სიკვდილი უკვე გარდაუვალი ეგონა, ქარხნის დაცვის თანამშრომელმა გააღო კარი და ქალი სასწაულებრივად გადარჩა იმ დღეს სიკვდილს.
მოგვიანებით ქალმა ჰკითხა მცველს, თუ რატომ გადაწყვიტა შეემოწმებინა იმ დღეს მაცივარი, ეს ხომ მის მოვალეობაში არ შედიოდ