ასე მეჩვენება, ისევ ბავშვი ვარო – როცა მეფერები, დედი. ასე მეჩვენება არსად მივდივარო, როცა აღარაფერს მეუბნები. ხშირად გაგიწყრები: რად გამაჩინეო, რატომ არ მწყალობსო ბედი? ან რა დღე იყოო, ან რა ვარსკვლავიო, კალათში რატომ არ მოგიკვდი. იცოდე, მინდა გული გაგიხარო გავშალო შენეული ფრთები. მერე მოვიდე და ქედი მოგიხარო, თუნდაც ყმაწვილურად, დედი. ერთი სათხოვარი უნდა შემისრულო, თუმცა დაგეთოვა თმები: კიდევ მომეფერე, ხშირად მომეფერე, დედი, გევედრები, დედი!..
არასოდეს არ მიხვიდე ახლოს ... იმ ადამიანთან, ვინც გიყვარს, თორემ ისე შორს აღმოჩნდები, რომ გაოგნდები ... და იმაშიც კი შეგეპარება ეჭვი, იცნობდი კი, საერთოდ? რადგან კარგად მხოლოდ შორიდან ჩანს ..