მოყვასნო გილოცავთ უდიდეს დღესასწაულს, დღესასწაულს რომელიც არის კაცობრიობის ხსნის დასაწყისი...
ამ დღეს ყოვლად წმინდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისგან იხსნა...
გეწეოდეთ ხარების მადლი, გფარავდეთ და შეგწიოთ უფალი და დედა ღვთისა
ამენ!
დაინახა რა ღმერთმა ღვთისმშობლის საოცარი უბიწოება და სიწმინდე, მასთან მაცნედ მთავარანგელოზი გაბრიელი გააგზავნა, რომელმაც ქალწულ მარიამს საოცარი სიტყვები გამოუცხადა: „გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის. აჰა, ესერა, შენ მუცლადიღო და ჰშვე ძე და უწოდი სახელი მისი იესუ"
. . .
ყველაზე ლამაზებს,ყველაზე საყვარლებს-
ქალთა დღეს გილოცავთ ქალებს!
რომ მუდამ სიცოცხლის სურვილი უკრთოდეს-
ნანატრ და ნაფერებ თვალებს!
დედა ხარ!
შვილი ხარ!..
და ხარ და ცოლი ხარ!..
სიცოცხლის საწყისი ძარღვი!..
ქალი ხარ-
გულზე ხელს მსუბუქად იფარებ-
იღწვი და ეს ჯაფა არ გღლის...
გულჩვილი ბავშვი ხარ,ცრემლებიც გიხდება,
ასაკი ვერაფერს გაკლებს.
თუ დარდი გაწვება,იმდენად სავსე ხარ-
თრთვილივით აავსებ სარკმლებს...
მცირედი გახარებს,მცირედი გამწუხრებს,
გულს იწყვეტ ხან და ხან ძლიერ...
ქალი ხარ...ქალს მუდამ რაღაცა აწუხებს-
სულით გრძნობს სიცოცხლის ზვირთებს...
გულმკერდზე ყაყაჩო გებნევა წითელი,
ტუჩებთან პატარა ხალი...
სურნელი დაგყვება იების იმედად-
სიცოცხლე გრძედება ქალით!
ვარდების ფურცლები გიელავს ღაწვებზე,
გილოცავთ წმინდა კეთილმსახური მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს...
ტროპარი: საკვირველება, რომელი ქმენ, უფალო, წმიდისა შენისა შორის კეთილმორწმუნისა მეფისა დავითისა, ზესთა აღხდების გონებასა სიტყვის მოქმედთასა რამეთუ ადიდე იგი სახელისათვის შენისა, ვიდრე დახსნამდე სარკინოზთა ბრწყინვალეთა მიერ ძლევათა ყოველად საკვირველთა, ხოლო შემდგომად დაზსნისა სარკინოზთასა დიდებულ ჰყავ ნიშთა მიერ საკვირველთა, რომლისა ოხითა მოეც სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.
კონდაკი: ზესთა მბრძოლისა უძლეველსა დავითს და შემწესა ურცხვენელსა კეთილ-მსახურებისასა, ვითარცა მის მიერ განათლებულნი სამწყსოისა მისისა ერნი და ქალაქნი, შორის ხმისა, გვირგვინსა შეუთხზვიდეთ, განმათავისუფლებელსა მას ჩუენსა ყოველთაგან ვნებათა და ვიტყოდეთ მისდა
დღეს, 27 იანვარს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის - წმინდა ქალწულის, ნინოს ხსენების დღეს აღინიშნავს.
-გილოცავთ, გფარავდეთ და შეგეწიოთ ამენ...
....................................................................................
ტროპარი: სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანა მოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
კონდაკი: მოციქული ქრისტესაგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღვთისა განსწავლული მახარებელი ცხოვრებისა, წინამძღვარი ქართველთა ერისა გზათა სიმართლისათა დედისა ღვთისა საკუთარი მოწაფე ნინო, შევამკოთ დღეს ყოველთა ძნობითა საღმრთოთა მეოხე
გილოცავთ ახალი აღთქმის ერთ ერთ უმთავრეს საიდუმლოს, ქრისტეანულ დღესასწაულს ნათლისღებას, სულიერად შობას, უფალმა დაგლოცოთ და გახაროთ ამენ
ტროპარი: რაჟამს იორდანეს ნათელ იღე შენ, უფალო, მაშინ სამებისა თაყვანისცემა გამოსჩნდა, რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა, და საყუარელად ძედ სახელ-გდვა შენ, და სული წმიდა სახითა ტრედისათა დაამტკიცებდა სიტყვისა მის უცდომელობასა, რომელი განსცხადენ, ქრისტე ღმერთო, და ყოველი სოფელი განანათლე, დიდება შენდა.
კონდაკი: განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა და ნათელი შენი უფალო აწ მოისახა ჩუენ ზედა, მეცნიერებით მცნობთა მათ შენთა და განსცხადენ ნათელო შეუხებელო.
ნათლისღების დღესასწაულზე და მის წინა დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სრულდება წყალკურთხევა დიდი აიაზმის წესით დ
გილოცავთ (ნამდვილ) ახალ წელს, სიკეთე და სიყვარული, ღვთის წყალობა არ მოგვშლოდეს...
გილოცავთ წმინდა ბასილი დიდის ხსენების დღეს...
14 იანვარს საქართველოში ძველით ახალი წელი აღინიშნება...
ამ დღეს ,,კალანდას“ უწოდებენ. კალანდა ძირითადად, გურულ ტრადიციად მიიჩნევა, თუმცა დღესასწაული საქართველოს ყველა კუთხეში აღინიშნება და ის გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება.
14 იანვარს, გურიაში, მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგება. მამაკაცები ღორის თავს, ბასილას, საახალწლო გობს სანოვაგით დატვირთულს, მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს იღებენ და მარნისკენ გაეშურებიან.
მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი ხმაამოუღებლად საახალწლო გობს მიწაზე დადგამს, ჩაფს ღვინით გაავსებს და დაჩოქილი წმინდა ბასილას ოჯახის ბედნიერება