იცხოვრე მგლურად
თუ
კაცი გქვია არ დაიხიო
უკან არასდროს, შიში გაგექცეს
მედგარ გულიდან და სროლა
მტერმა ვეღარ დაგასწროს. იყავ
ერთგული სიყვარულისა და
მეგობრობის მარად გამტანი,
ლხინში ლაღი, ჭირში ჩუმი და
ძლიერ ამტანი. იყავ ამაყი,
გქონდეს ღირსება, ძლიერთა
მტერი ,სუსტთა მფარველი.
ზურგი არავის, ეჰ ...არ აჩვენო,
მაშინ დაგჭრიან როცა არ ელი,
შენი გზა გქონდეს, შენი აზრები,
დაგმე ვინც ძმების სისხლი
დალია .არ დასთმო ფულზე
თავისუფლება, არ აირჩიო
ოქროს გალია, არ გატყდე
თუნდაც სისხლი გდიოდეს და
ღრუბლიანი გქონდეს ამინდი.
იყავ მგლის მსგავსი მთვარის
მეხოტბე და სევდიანი ღამის
რაინდი....
შენი სუნთქვა მინდა ვიყო,
ვხმაურობდე შენს გულ-
მკერდში.
შენი სისხლი ვიქნებოდი,
ვჩუხჩუხებდე შენს ძარღვებში.
იქნებ შენი თმები ვიყო,
ხელები რომ გადამისვა.
ეგ ხელები მინდა ვიყო,
თითებით რომ არ გამიშვა.,
სულის ხშირი ფეთქვა ვიყო,
გიღვიძებდე ცისკრის ზარებს.
თუნდაც ერთი თვალი ვიყო,
გატარებდი ჩემს ნაკლვალევს.
ტუჩი ვიყო,ტკბილი ბაგე,
ღიმილთან რომ ახლოს გყავდე.
ცრემლი ვიყო თვალ-წამწამზე,
შენი გულის დარდებს ვკლავდე.
გულის ადგილს შეგივსებდი,
სიყვარულით შემიჩვევდი.
ყური ვიყო შეგისმენდი,
სათქმელს ყურთან შემირჩევდი.
ტერფი ვიყო,შენს ფეხებთან
ვიყო მყარად გადაბმული.
ძალა ვიყო,მაგ ცერებით
შენ,ჩემს ბაღში გადასული.
შენი სული მინდა ვიყო,
ეგ სხეული გადავიცვა.
რომ შენში და შენთან გყავდე
სხე