შენ ძალიან გულჩაკეტილი ხარო, მითხრეს ერთხელ და გამეცინა... გულჩაკეტილი არ ვარ, მაგრამ გულთან ყველას არ მივუშვებ, იქ მხოლოდ ძვირფასი ხალხისთვისაა ადგილი. ცხოვრებამ და ადამიანებმა მიმახვედრეს, რომ ზედმეტი გულგახსინობა და გულწრფელობა აღარ შეიძლება დღევანდელ დღეს. რატომ? უფრო მეტად გატკენენ გულს, უფრო იოლად ისარგებლებენ შენი უბრალოებით - აი, ამიტომ.
იმ სიყვარულში მყავხარ,
დრო რომ ვერ უცვლის იერს.
შეგრძნებას რომ არ კარგავს,
და უფრო მეტს რომ იძენს.
იმ ემოციად მყავხარ,
ცრემლებამდე რომ მოდის.
არცერთ გრძნობას რომ არ გავს,
სწრაფად რომ მაჩვევს ლოდინს.
იმ უძილობად მყავხარ,
დაღლას რომ აღარ იწვევს.
იმ გათენებას გავხარ,
მზეს რომ სიცოცხლედ იწვევს.
იმ ჩახუტებად მყავხარ,
გაშვება რომ არ მიღირს.
და თითქოს მერე ცასთან,
მანძილს რომ ვერ ვგრძნობ მიწის.
იმ მოგონებად მყავხარ,
დავიწყებად რომ არ მსურს.
და თუ ოდესმე წახვალ,
თან წაიყოლებ ამ სულს.
იმ მოწონებად მყავხარ,
სიყვარულმა რომ იცის.
შენ მარტო ჩემთვის მყავხარ,
ეგოისიტი ვარ ვიცი.