,,ვეფხისტყაოსანი " გურულად
არაბეთში მეფე იყო,
როსტომა ერქვა სახელი,
კაი მუტრუკი ყაძახი,
კაის და გლახის მნახველი,
თლა სასტაულად ომობდა,
არ ყავდა კაცი ბადალი,
ყველაი იმას აქებდა,
ჭკუიანიც და აბდალიც.
არ ყავდა ბიჭი როსტომას,
ყავდა თლათ ერთი ციცაი,
აბჟღიალებდა ყოლისფერს,
მეტოქე იყო მზისაი,
ვინცხამ შეხედა გააბდლდა,
გუუტყეშელდა თვალები,
გუუთხუარი დატია
მთელი სამეფოს ქალები...
სახელად ერქვა თინაი,
აი ქი უნდა იცოდეთ,
რაც გეიზარდა მის მერე
მზეიც სირცხვილით იწოდა,
ქი დუუძახა როსტომამ
ვეზირებს გესამანიებს,
პაწ-პაწე იჭუჭუნეს და
თითო სტაქანიც დალიეს.
როსტომამ უთხრა ვეზირებს: დამაყურეთ თქვენ, რა ხთება -
რავარც კი ყინვა მუუსწრობს
ვარდი ელანძე გახმება,
იმის მაგიორ სხვა მუა,
როცხა მაი
გამიფრთხილდი,სანამ გული ცოცხალია,
სანამ დღეებს მზის სხივები ფურცლავს.
სანამ ქვეყნად ყველაფერი მიხარია,
სულ პატარა სიხარულით თუნდაც.
გამიფრთხილდი,სანამ წლები გაპარულან,
საფიქრალი გასჩენია სულ სხვა.
სანამ თმებზე სიჭაღარე დაღვარულა,-
მერე რომ არ დაგენანოს,"ვწუხვარ"...
გამიფრთხილდი,სისათუთე მომაბნიე,
იასამნის ყვავილების სუნთქვა.
თუ რამ მწყინდა ყველაფერი გაპატიე,
არ გეგონოს საყვედური თუ ვთქვა.
გამიფრთხილდი,მარტის ქარი არ წყნარდება,
კენწეროებს დარაბებზე ურტყამს.
სანამ დიდი ფორიაქი ჩამთავრდება,
სანამ კვირტში გაზაფხული სუნთქავს.
გამიფრთხილდი,სხვა სიცოცხლე არ იქნება,
სხვა სიზმრებში გავმეორდეთ თუნდაც..
მზე ამინთე წვიმები თუ დაიწყება-
ჩემი დიდი სიყვარული თუ გაქვს.