777 გურიაში განაგონი "ნაირ-ნაირი ფრთიანი ფრაზები" . "მაგის ხმაი მარტო არჩევნებში ვარგა" - ცუდად მღერის; . "როვარც იქნა მიადვა ფეხი-ფეხზე" - მსუბუქი ყოფაქცევის ქალი გარდაიცვალა; . "ბიჭსდოულაპარაკებელი და ხელწოუკარებელი ქალი" - პატიოსანი გასათხოვარი ან გაუთხოვარი ქალი; . "სიკტილი და კურო ერთად მიადგა" - მოხუცი ქალი გათხოვდა; . "ტყეში რომ დააბა, ბაწარს მეიპარავენ და მაგას დატიებენ" - უშნო ქალია; . "ვერ გეიგებ აია იი, თუ იია აი" - ისეთი ტყუპებია ერთმანეთისაგან, რომ ვერ გაარჩევ; . "საგარიო წარბი უჩვენა" - აგრძნობინა, რომ არ მოსწონს; . "მისი ბაღნები ეხვეწება მამაია ჩვენი თავი არ დეიფიცოო" - მატყუარა კაცია; . "უმწიფრობაში სიდამპლე შერეული კაცი" - ცუდი ახალგაზრდა; . "მის გასვენებაში თამადასაც ა
777 ერთხელ გურამ დოჩანაშვილი ეწვია ოტია იოსელიანს გვიშტიბში. სხედან თურმე, საუბრობენ. უცებ ოტია წამოდგა. ეზოში გავიდა. იქვე მიყუდებულ ნაჯახს ხელი წამოავლო და დაიქადნა: ერთი მეზობელი მყავს, საშინლად იქცევა, რა არ ვუთხარი, რანაირად არ ვეხვეწე, მაინც არ იშლის უწესობას. ახლა მივადგები და ამ ნაჯახით გავუსწორდებიო, – თქვა ეს და ეზოს ბოლოსკენ გაემართა. მისდევს უკან შეშფოთებული დოჩანაშვილი. იცის მისი უცნაური ხასიათის ამბავი, ეშინია, ცოდვა არ დაატრიალოს. ვის აღარ აფიცებს – შვილებს, შვილიშვილებს, რომ გადაათქმევინოს განზრახული. სთხოვს, მე მაპატიეო მისი ავკაცობა. არაფერმა გაჭრა და მიდიან ხეივანში ასე, ჯაჯგურით. ბოლოს ღობის ძირას მოყელყელავე ალუბალს მიადგნენ. მოუღერა ოტიამ ხეს ნაჯახი და ეუბნება: