" ფიქრებში ხილული , სულის სარკეა, სულთან შეხება კი სანეტაროა."
.
მხოლოდ ფიქრებში ინთება სანთლები,
.
რა სასწაული, რამ ხარ საუფლო!
.
კაცი, რომელიც ღმერთივით მიყვარს ,
.
ჩვეულებრივად დგას და საუბრობს.
.
ჩვეულებრივად უბრწყინავს ღიმი,
.
ჩვეულებრივად უჩანს პროფილი,
.
ჩვეულებრივად ეშვება მძიმედ
,
გლუვ მაგიდაზე ხელდაყრდნობილი
.
ჩვეულებრივად თამადობს სუფრას
და ჩვეულებრივად ანთებს პაპიროსს,
.
ჩვეულებრივად იძლევა სალამს,
.
და რა თქმა უნდა არაჩვეულებრივად
.
სხვასთან აპრილობს.
.
რა სასწაული რამ ხარ საუფლო!
ხომ არ მიბერდები ჩემო თავო, რაღაც, უჩვეულო გემართება. სახეს დარდისფერი დასდებია, სათქმელს სინანული ეპარება. გული აღარ გიცემს ძველებურად, ფიქრებს ფორიაქი ეძალებათ. თითქოს ხმაში ბზარი შეგეპარა, სული აგიმღვრია მღელვარებამ. ყოფას ბორკილებით უჭერიხარ, შენ კი, მისგან წასვლა გეჩქარება. ნუ, ნუ დაბერდები ჩემო თავო, მიწის დატოვება მენანება...
ისა ვარ ვინც ვარ, მე არ
ვთამაშობ
და სიცრუეში არ ვკარგავ წამებს,
ერთისთვის არა, ყველასთვის ფეთქავს,
გული რომელიც, კვლავ, გიღებთ კარებს,
მიწაზე მყარად მდგარი, ვოცნებობ,
სიყვარულის მზეს გულით ვატარებ,
არც იმას ვმალავ, რომ ცოდვილი ვარ,
თუ ვერ გამიგებთ, ნურც მასამართლებთ,
ვინც მიცნობს, იცის, სიძულვილს არ ვცნობ,
ბოროტ ფიქრებს კი გულს არ ვაკარებ,
მე სტრიქონებში ვტოვებ იმ სუნთქვას,
რაც ჩემია და სხვას არ ვადარებ,
ესა ვარ რაც ვარ, ნუ განმიკითხავთ,
დაფარულ ცრემლებს ღიმილს ვაპარებ
და ყველა ლექსში გიტოვებთ იმ გულს,
შობიდან დღემდე რომ დავატარებ.