როცა ადამიანი ტკივილს გვაყენებს, უნდა ვიფიქროთ, რომ ის თვითონ ძალიან უბედურია. ბედნიერი ადამიანები არ უხეშობენ, არ ბილწსიტყვაობენ, არ ჭორაობენ, ბედნიერი ადამიანები სხვა რეალობაში ცხოვრობენ და მათ ეს ყველაფერი არ ჭირდებათ.
უბრალოებაზე უკეთ არაფერი ალამაზებს და აკეთილშობილებს ადამიანს. მედიდურობაა ნამსხვრევებად რომ შეუძლია გაქციოს და ადრე თუ გვიან --- საკუთარი თავის ზიზღი დაგმართოს. ყველაზე ძლიერებს, ყველაზე სულით მდიდრებს, ყველაზე განსაკუთრებულებს შეუძლიათ განსაკუთრებული პრიმიტიულობა და მოჭარბებული სითბოს ყველამდე მიტანა, რომელიც დამერწმუნეთ უსაშველოდ,, აბედნიერებს".... თქვენ კი — მხოლოდ პირად განდიდებაზე ჩასაფრებულებო, უპირველესად სხვათა ბედნიერი სახეებით ტკბობა ისწავლეთ, რომ უფლის თვალს არაფერი ეპარება... მხრებში გაშლილები წამებში იკეცებიან... სულში ოდესმე თუ ანგელოზებს ვერ შეასახლებთ, ჩათვალეთ, არ გიცხოვრიათ.