Обсуждаемые темы

საქართველო და სამეზობლო
последний комментарий сегодня в 16:44

🔴 ნაცმოძრაობამ ხაბეიშვილი გაუშვა

საქართველო და სამეზობლო
последний комментарий сегодня в 11:37

🔴 „დარიალზე“ ხალხის ევაკუაცია მოხდა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დღეს, დილის 08:36 საათზე საგანგაშო სიგნალო მიიღო დევდორაკის საზომი დეტექტორიდან. ეს მოწყობილობა მდინარის კალაპოტში წყლის დონეს აკონტროლებს და მცირე აწევასაც კი აფიქსირებს.
საგანგებო სამსახურმა მყისიერად გადაამოწმა ინფორმაცია და პარალელურად სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციისა და ყველა იმ კერძო კომპანიის თანამშრომლის ევაკუაცია დაიწყო, რომლებიც ამ გამშვებ პუნქტზე არიან დასაქმებული.
გარდა ამისა, პრევენციის მიზნით გადაიკეტა საავტომობილო გზა სოფელ გველეთთან. მოძრაობა ორივე მიმართულებითაა შეზღუდული ყველა სახის ტრანსპორტისთვის.
საქართველო და სამეზობლო
последний комментарий сегодня в 10:14

🔴 ვის და რატომ დაუწესდა სანქციები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განმარტა, ვის და რატომ დაუწესდა ამერიკული სანქციები საქართველოში.
საქართველო და სამეზობლო
последний комментарий сегодня в 09:14

🔴 სანამ „ნაიკს“ იყიდით!

სანამ „ნაიკის“ ფირმის სპორტული ფეხსაცმლის ყიდვას გადაწყვეტთ, ეს ინფორმაცია უნდა წაიკითხოთ, რომ მოტყუებული არ დარჩეთ და რაღაც უხარისხობაში ბევრი ფული არ გადაიხადოთ.
საქმე ისაა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში იპოვა საამქრო, რომელშიც ვიღაც უცხო ქვეყნელი (სადაურობა და ვინაობა არ სახელდება) საზღვარგარეთიდან შემოტანილ იაფფასიან სპორტულ ფეხსაცმელებს „ნაიკის“ ლოგოს ადებდა და ისე ყიდდა. ამისთვის ხალხი ჰყავდა დაქირავებული - თვითონ კი არ აკეთებდა.
საგამოძიებო სამსახურმა ამ თაღლითის საამქროსა და მაღაზიაში გასაყიდად გამზადებული 28 ათასზე მეტი სპორტული ფეხსაცმელი და ასევე 61 563 ცალი „ნაიკის“ ლოგო იპოვა. ამიტომაც „გაფსკვანჯეს“ და სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. გამყალბებელს 2 წლამდე პატიმრობა ელოდება.
00:19
ყალბი „ნაიკი“
246 просмотров
საქართველო და სამეზობლო
последний комментарий вчера в 11:51

🔴 ეს უნდა მოისმინოთ

სოციოლოგი ვაკა გორგილაძე კითხულობს, რატომ არ აპროტესტებენ საქართველოში იმას, რაც მართლაც გასაპროტესტებელია.
თვითონ მოუსმინეთ.
საქართველო და სამეზობლო
последний комментарий вчера в 08:14

🔴 ბაიდენის საცოდაობა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ქვეყნის პირველი ქალბატონი ჯილ ბაიდენი გუშინ საფრანგეთს ეწვივნენ, სადაც ქვეყანა ნორმანდიაში დესანტის გადასხმის 80 წლისთავს აღნიშნავდა.
საზეიმო ცერემენიაზე ისეთი ამბავი მოხდა, მთელი მსოფლიო აალაპარაკა.
ბაიდენი, ჯერ იყო და, რაღაც უხილავ სკამზე ცდილობდა დაჯდომას, სანამ ცოლმა არ უკარნახა მალულად, ადეი, კაცო, ფეხზე, სკამი არ გიდგასო; მერე იყო და, რატომღაც პუბლიკისგან ზურგით შეტრიალდა და ახლა ბრიჯიტ მაკრონმა უკარნახა ქმარს, არიქა, ჩვენც შევტრიალდეთ, თორემ მოეჭრა თავი ამერიკას, სირცხვილიაო.
აღარ შეუძლია ამ კაცს და რატომ აწვალებენ? 😔
საქართველო და სამეზობლო
последний комментарий 7 июня в 20:45

🔴 აქციაზე 250 ათასი ლარი შეგროვდა

აქცია კონცერტზე, რომელიც ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილმა და გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგე მუსიკოსებმა გამართეს, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ინფორმაციით, 250 ათასი ლარი შეგროვდა.
ეს თანხა, როგორც აცხადებენ, იმათ დასახმარებლად აგროვდა, ვინც აქციების დროს წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავეს და ფულადი ჯარიმები დააკისრეს - ანუ, საჯარიმო თანხებს ამ ფულიდან გადაუხდიან ყველა დაკავებულს.
როგორც აქცია-კონცერტის ორგანიზატორები ამბობენ, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რა თანხა გადმოირიცხა უცხოეთიდან.
ამასთან ცნობილი ხდება ისიც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 12 ადამიანს გაასამართლებენ გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის.
საქართველო და სამეზობლო
последний комментарий 7 июня в 20:32

კავკასიის არწივი-2024

აზერბაიჯანში ერთობლივი სამხედრო წვრთნები „კავკასიის არწივი 2024“ მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციების ძალები მონაწილეობენ.
ინფორმაციას ამის თაობაზე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ეს სწავლება 2009 წლიდან ყოველწლიურად იმართება და მონაწილე ქვეყნების სპეცრაზმებს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კოორდინაციის განვითარებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ასევე ერთობლივი მოქმედების უნარის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
საქართველო და სამეზობლო
последний комментарий 7 июня в 16:26

🔴 შალიკოს ძველი „მარგალიტები“ შეახსენეს

ლეიბორისტული პარტიის მამამთავარ შალვა ნათელაშვილს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირების ერთ-ერთი ინიციატორ-ხელშემწყობია, სოცქსელში წარსული შეახსენეს - უფრო სწორად, წარსულში წარმოთქმული ფრაზა-შედევრები.
არა, რა - ეს კაცი რომ არ იყოს, არ ვიცი, ვინ გაახალისებდა ქართულ პოლიტიკას 😆
საქართველო და სამეზობლო
последний комментарий 7 июня в 14:44

🔴 ოპოჟურნალისტები დაასანქცირეს

ორი ოპოზიციური არხის, „მთავარისა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტებს - ნინი ბალანჩივაძესა და სოფო გოზალიშვილს პარლამენტში აკრედიტაცია შეუჩერდათ. აქედან პირველი (როგორც თავადვე წერს) პარლამენტში ერთი თვე ვეღარ შევა, ხოლო მეორე - ექვსი თვე.
ყველაფერი კი იმის გამო მოხდა, რომ მათ დეპუტატ ნინო წილოსანთან ინტერვიუს აღება სცადეს, რაზეც უარი მიიღეს. ამასთან დეპუტატმა გააფრთხილა ჟურნალისტები, რომ მათ, პარლამენტში მოქმედი წესების თანახმად, ინტერვიუზე უარის შემდეგ გამოკიდება-დადევნების უფლება არ ჰქონდათ; წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დასანქცირდებოდნენ.
და ასეც მოხდა. „მთავარისა“ და „ფორმულას“ წარმომადგენლები არ დაემორჩილნენ წილოსანს, მაინც სცადეს უკან დადევნება და კითხვებზე პასუხების მიღება, რის გამოც დასანქცირდნენ კიდეც.
ესეც ვიდეო:
Показать ещё