"ემიგრანტების დაბრუნების მარში"
ასე უწოდეს ბ-ნ იროდი ასანაშვილის ლექსზე შექმნილ ჩემს ახალ სიმღერას საქართველოზე;
;ძვირფასო ემიგრანტებო გილოცავთ ამ სიმღერის დაბადებას და ;გლოცავთ სიყვარულით,პატივისცემით
და გისურვებთ მალე მშვიდობით და აზრიანად დაბრუნებას თქვენს საყვარელ სამშობლოში
წყვდიადში, საშინელი ქარიშხალი,
გზა გაუკვალავია სანატრელო,
დავკარგე, გამტაცეს, ვეღარ ვხედავ,
სად არის, სად არის საქართველო?!
უცხო ტომს, უცხოელს უპოვნიათ,
წალკოტში, ედემში სამფარველო,
ქარ-ბუქმა თვალები დამიბნელა,
სად არის ჩემი საქართველო!
გაყიდეს, გაიტაცეს, დამკვიდრდნენ,
მარტო სხვის ხელში სატანჯველო,
ქართველნო! მამულს ნუ დავტოვებთ,
აღარარს, აღარარის საქართველო!..
დაჯიჯგნეს, აწამეს, აწიოკეს,
მამულს უკვდავი მთ