სულთმოფინობას გილოცავთ! მარლთმადიდებელებო..სული წმიდის მადლი იყოს თქვენთანა..
სულთმოფენობა - ამ დღეს დაარსდა ქრისტეს ეკლესია, რომელიც წარმოადგენს ზეციურ სამეფოს დედამიწაზე
სულიწმინდის მადლი იყოს თქვენ თანა!
მაცხოვრის აღდგომიდან 50-ე დღეს მოციქულები ერთად შეიკრიბნენ. მოულოდნელად ხმაური ატყდა, თითქოს ქარმა დაბერაო და იქ მყოფთა თავზე ცეცხლის ენები დაირხა. სულიწმინდის მადლით მაცხოვრის 70 მოციქული სხვადასხვა ენაზე ალაპარაკდა.
ხმაურზე უამრავი ხალხი შეიკრიბა. ბევრმა ვერ ახსნა ამ უჩვეულო მოვლენის მიზეზი, მაგრამ ვინც იწამა უფლის სიტყვები, მიხვდა, რომ ადამიანებს აღუდგათ და განუმტკიცდათ ის კავშირი, რომელიც ბაბილონის გოდოლის შენების დროს დაკარგეს. სულიწმინდის მადლი კი გადმოვიდა უფლის მოწაფეებზე, რომლ