"ერთხელ ბიჭმა პაპას ჰკითხა:
- როგორ ცხოვრობ ცოლთან ერთად ნახევარ
საუკუნეზე მეტია და საერთოდ არ ჩხუბობთ?
როგორ ახერხებთ ამას?
- ხომ იცი, ადრე ახალგაზრდები ერთმანეთს
რომ გადაეყრებოდნენ, სამჯერ თუ
გაივლიდი გოგოსთან ერთად სოფელში, უკვე
მის საქმროდ გამოგაცხადებდნენ.
საღამოობით შევიკრიბებოდით და მერე
გოგოს სახლამდე ვაცილებდით.
ასე გავაცილე ერთხელ ერთი გოგონა.
მივდივართ ხელკავგაყრილები, რაღაცაზე
ვსაუბრობ და უცებ ვგრძნობ, როგორ
ფრთხილად გამიშვა ხელი. ვერ მივხვდი, რა
ხდებოდა – თურმე, გზაზე გუბე იყო და
პირდაპირ იქით მივეშურებოდი. აღარ
ამირიდებია თავი. მან კი გუბეს შემოუარა და
ისევ მომკიდა ხელი. მეორე გუბისკენ უკვე
განგებ წავედი. მან ისევ გამიშვა ხელი.
მეორე საღამოს სხვა გოგოსთან გავი