მინდა, ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული მოგილოცოთ, გისურვოთ ჯანმრთელობა, ბედნიერება, წარმატება, სულიერი სიმშვიდე... მინდა ჩემს გარშემო მუდამ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც მიყვარს და ვაფასებ... მინდა, ყველა დღის გათენება მიხაროდეს, გვიყვარდეს ერთმანეთი, მინდა ქუჩაში გასულს ბედნიერი და მომღიმარი ადამიანების სახეები მხვდებოდეს... ყველას გილოცავთ, მრავალი ბედნიერი შობა გაგთენებოდეთ, უფლის სიყვარულით გევლოთ.
გილოცავთ ხარებას! ...როგორც ამ ხარებით ღვთისმშობელს ეხარა კაცობრიობის ხსნა, ასევე ყველა თქვენთაგანს ეხაროს ყოველივე სიკეთე ღვთისაგან.
იხარებდით და ახარეთ სხვები...
ჩემო
საყვარელო დედიკო, ყველაზე დიდო იმედო და გულშემატკივარო გილოცავ დედის დღეს!
უფალმა დიდხანს ჯანმრთელად მიცოცხლოს შენი თავი და ბედნიერად გამყოფოს, მიყვარხარ
უზომოდ...ასევე ყველა დედას ვულოცავ დედის დღეს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, საკუთარი შვილების წარმატებითა და ბედნიერებით ბედნიერ სიცოცხლეს...
ღვთის განცხადება სწორედ მაშინ განცხადდა პირველად სამება – ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა - „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”