ილია მეორემ მრევლს მიმართა: მინდა გთხოვოთ, რომ დღეიდან კიდევ უფრო გავაძლიეროთ ლოცვა საქართველოსთვის "ამჟამად ჩვენი ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის. მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს, რადგან არ ვიქცევით სწორად, არ მივმართავთ და არ ვსასოებთ მას, ვინც არის სათავე და წყარო მშვიდობისა,- ყოვლადწმინდა სამება... შევთხოვოთ ყოვლისშემძლე და ყოვლადძლიერ ღმერთს, რომ საქართველოც გადაარჩინოს და მშვიდობითა და ერთობით გვაკურთხოს", – ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.