ამას ვერასდროს ვკითხულობ ემოციის გარეშე, მიჭირს მარტოობის წარმოდგენაც კი...
მაშინ როცა ღმერთი კანში ისე გამიჯდება რომ ნაოჭებად გადაიქცეს, უსათუოდ სიარულიც გამიჭირდება, დამეგრიხება თითები, სქელ, ყელდაძაძღულ წინდებს უსწორმასწოროდ ამოვიცვამ და ქუსლ გამოჭრილ რეზინის კალოშებში შევაცურებ დამძიმებულ ტერფებს, დილაადრიან შემოვდგამ ძირგამურული ჩაიდნით ღუმელზე წყალს, ჩემ კაცს რომ ასკილის ჩაი შევახვრიპო და სიამოვნებით მოვუსმინო მისი გამოჩირული ტუჩების ჩუმ ტკაპა–ტკუპს.
და მაინც რამდენი წლის ვიქნები მაშინ, როცა თასში ჩალაგებულ დასარეცხ ჭურჭელს შეშის ღუმელზე შემოვდგამ, ფარდის ნაჭრით გავრეცხავ და სხვა თასში გადავაწყობ დასავლებად.
ფრატა–ფრუტით ვივლი ოთახიდან ოთახში, ზედ ძველი ხის კარის გაუთავებელ ჭრიალს