როცა ცხოვრებისგან შვებას ელოდები ცხოვრება კი გაძლევს ლიმონს, ადექი და გააკეთე ლიმონათი და ამაში ცხოვრება არ გაამტყუნო. შეიგრძენი ყოველი სუნთქვა, იზეიმე სიცოცხლე, იცხოვრე ნუ მოკვდები შენს სიკვდილამდე. ნამდვილი ბედნიერება მადლიერებაში იმალება, ამიტომ მადლიერი იყავი, ცოცხალი იყავი და იცხოვრე ყოველი წუთით.
- არც მგლის მოდგმის ვარ, რომ საჭმლის შოვნისთვის ვიცხოვრო მხოლოდ და არც კურო ხარი, რომ ბალახი და ძროხები მჭირდებოდეს მარტო, ერის შვილი ვარ მე, ფიქრი მჭირია და საზრუნავი! არ შემიძლია მკლავებ დაკრეფილი ვიდგე და მშვიდად ვუყურო ჩემს ქვეყანას!...