..არავინ არ ვიცით რა გზებით მივდივართ,
ხანდახან სიკვდილის შიშიც კი გამივლის,
დავყურებ ჩემს ხელებს და სახის ნაოჭებს,
რამდენი შრომა და ტანჯვა აქვს გავლილი.
რამდენჯერ ეჭიდა ეკლიან აღმართებს,
რამდენჯერ ამ თვალებს ცრემლი აქვს ნადენი.
ვინ მოსთვლის, რამდენჯერ შვილების ლოცვისთვის
ამ ხელებს უნთია დღე და ღამ სანთელი.
რამდენჯერ არწია მძინარეს აკვანი,
შვილების სიცოცხლეს მზე შუქად დაუნთო,
სამოსის მაგივრად მზრუნველი ხელებით
პატარას სხეული ფერებით გაუთბო.და ისევ შვილების უზრუნველ მომავალს,
უცხოეთს მონად და ზვარაკად ეწირა,
საკუთარ შვილებთან შეხვედრას ნატრული,
სხვის შვილებს ზრდიდა და სხვის სახლში ეძინა.
არ მინდა მიწოდოთ მხდალი და მშიშარა,
არავის გეგონოთ მაშინებს სიკვდილი,
მე, როგორც მშობელი, კითხვა მაქვს შვი