შემოვიხვიე შენი სუნთქვა გულმკერდზე ფრთხილად,
შევთბი და შემდეგ შევიგრძენი
სისუსტე გულის,
შემოვიფინე ნაფიქრალიც უთქმელზე თბილად
და უნებურად ჩამოვიცვი სიზუსტე სულის.
ჩემი გრძნობები მოვაგროვე, შევკრიბე ერთად,
ჩამოგილაგე სასთუმალთან დამდნარი ლამის,
წრფელი გულის ხმა შევიფარე, შევირგე ბევრად,
რომ ყოფილიყო მდუმარე და გამთბარი შარმის.
შემოვაცალე სამალავი სიყვარულს წუხელ,
შემოვიარე შენი სივრცის ნატკენი მხარე,
იცი? წლებია სულს სიჩუმით სინანულს ვუმხელ
და ცრემლიანი ფიქრებიდან კვლავ ვდევნი დარებს.
მაგრამ არც ვტყდები...თავს ვუმალავ,
მიყვარხარ როგორ,
არც სათქმელს ვამბობ, მაგრამ უკვე ვერც უთქმელს ვმალავ,
არ მსურს არვისთან საუბარი, მივგავარ ობოლს,
ვერავის განდობ...ვერ ვუამბობ...
ვერ ვუმხელ... გმალავ.
შემოვიფინე შენი სუნთქვა გამთბარი ჩუმად,
საამო გრძნობამ გამიარა უმალვე გულში,
თავს სიყვარული მომახვია დამდნარი უქმად
და ამოსუნთქვაც ჩამისახლა უკანვე თქმულში.
,,ეთო". მაისი. 2024.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев