Предыдущая публикация
რაღაც უაზროდ აგიჩემე,
ჩუმი სიყვარულით მეფიქრები...
დროებით დარდი დავივიწყე,
მაგრამ სასწაულად მენატრები.
რაღაც უაზრო მონატრებით
თვალებს ცრემლები დასდენია.
წლები გასულა, ვერ ვეგუები,
თვალებთან ნაოჭიც გაგჩენია...
რაღაც უაზრო სევდიანი
თვალები ნისლით დაბურულა.
ნუთუ ვერ მიცანი საყვარელო,
შენი ახტაჯანა დაგიბრუნდა.
რაღაც უაზროდ აგიჩემე,
ჩემად მეგულები სამუდამოდ.
ვგრძნობ რომ დამივიწყე, ვერც მიცანი...
მე კი მეყვარები საუკუნოდ...
12.05.2024
მზია კაპანაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 5