მოვა დრო.. ალბად გვიან მიხვდები ჩემს ფასს და მერე უძლიერესად ინანებ რომ დამკარგე, იმასაც ინანებ რომ ეს უმაგრესი სიყვარული რომ არ დააფასე, რომ არ დააფასე ის მომენტი როცა მე, შემიყვარდი, არაუშავრა ესეც ჩაივლის, არაუშავრა სხვა მოვა ისევ ჩემთან. და მეტყვის. მე შენ მიყვარხარ! მაშინ კი როცა შენ ამას გაიგებ,ცრემლი მოგადგება და იტყვი. რატომ არ დავაფასე ის მომენტი როცა შენმე, ძლიერ სიყვარულს მჩუქნიდი ისეთ სიყვარულს რომელიცსამყაროს უტოლდება, მაგრამ ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა აღარ ექნება ჩემთვის, რადგან ის სხვა, იმ ბედნიერებას მაჩუქებს, რომელი ბედნიერებაც მარადიულია
არა,მე მართლა კი არ დავბერდი,
ისე ჭაღარა შემომეპარა,
სახეზე ღარებს...რომ დაინახავთ,
მონატრებაა,სიბერე არა...
არა,მე მართლა კი არ დავბერდი,
ეს მონატრებამ, გული დაბზარა....
თქვენთან წამოსვლას,რომ დავაპირებ,
მომიშუშდება ყველა იარა....
არა, მე მართლა კი არ დავბერდი,
ისე უბრალოდ, ფიქრმა დამღალა....
იმედის კართან ჩამოვისვენე,და
მოთმინება იმან მასწავლა....
არა,მე მართლა კი არ დავბერდი,
თქვენთან სიშორემ მატკინა გული,
საათს ვუყურებ და დღეებს ვითვლი,
უზომოდ თქვენზე შეყვარებული....