დედამ უთხრა შვილს : "მოდი რამდენჯერაც მაწყენინებ,აი იმ ხეზე თითო ლურსმანი ჩაარჭვე"
რამდენიმე წელში ეს ხე სულ შეივსო და შვილმა უთხრა : "ეხლა რა ვქნა"?
რა და რამდენჯერაც გამახარებ იმდენი ლურსმანი ამოიღეო.გავიდა რამოდენიმე წელი და ყველა ლურსმანი ამოიღო,მაგრამ ხეს ის ნალურსმნარი ადგილები ემჩნეოდა.აი ესეა გულს რომ ვტკენთ ადამიანს ის სამუდამოდ რჩება და ეცადეთ ,რომ არასოდეს ატკინოთ გული მეგობრებს ,ახლობლებს და იმ ადამიანებს ვისაც უყვარხართ, განსაკუთრებით დედას. :)
ჩემი შვილების კარგად ყოფნით მამყოფე კარგად,
ჩემი შვილების სიხარულით მახარე ღმერთო.
ჩემი შვილების იმედისთვის მაქციე წამლად,
ჩემი შვილების თვალებში რომ სიცოცხლე ენთოს.
მომეცი ნება,საკვალავი გავკვალო გზები
და რომ მისია აღვასრულო ამ ქვეყნად დედის.
მომეცი ძალა,სიყვარული ვასწავლო ღმერთის,
გამაზრდევინე მადლიერი შვილები ბედის...
მზე დაანახე,უმზეობა არიდე ღმერთო,
ცვარი მიეცი,უდაბნოში აღმოჩნდნენ თუკი,
ჯვარი მიეცი,წმინდა ნინოს ნაქონი ერთ დროს,
გთხოვ,ცა მიეცი,ნათელი დღე,წყალობის შუქი.
შენ დამილოცე ჩემი გულის ორი ნაწილი
და ჩემი თვალის ნათლისფერი ორი სინათლე,
ფერისცვალება ჩემი სულის მათ ორ სხეულში...
მათი გონება სიკეთით და რწმენით მინათე...
ბოროტება და სიავე გთხოვ არიდე ღმერთო,
რომ მხოლოდ