შუბლზე...
ტირე ჯვარედინად ჩატირულა,
შენზე უსასრულო ნაწერია...
ვითხოვ არ მომექცე სატირულად,
შუბლზე სიყვარული მაწერია.
სულის იისფერი სამოსელი,
ზეცის ლაჟვარდებში მოვიპარე.
გზები არ მიგავდა გამოცელილს,
ახლოს სხვა არავინ მოვიკარე.
შენთან არ ყოფნა თუ მომისაჯე-
მაქცევ სამუდამო კატორღელად.
გუშინ ჩაწყობებით რომ იმსაჯეს-
დავრჩი მოედანზე მარტოხელა.
ჩემი ლექსები და ნოველები-
არის შენი ხელის მთხოველები.
ახლა ამ სიყვარულს ვქსოვ ხელებით,
ჩვენზე დაუკრავენ ქსოვრელები.
შუბლზე სიყვარული მაწერია,
ვითხოვ არ მომექცე სატირულად.
შენზე უსასრლო ნაწერია,
ტირე ჯვარედინად ჩატირულა.
/პაატა სურმანიძე/