როცა დრო მოვა, გევედრებით არ შემიცოდოთ,
ცრემლები არა მე ღიმილი თქვენი მჭირდება,
მე არ მაშინებს, ის სამყარო, რასაც არ ვიცნობ,
მისკენ მივდივარ, გთხოვთ, ნურავინ გამეტირება,
ფოთოლცვენამდე, კიდევ დავწერ სულის სტრიქონებს,
მე, თეთრ ფურცელზე, მსურს დავტოვო ჩემი ღირსება,
გულის ნაფლეთებს დაგიტოვებთ ჩემს სტრიქონებში,
მერე კი ისევ ძველებურად გამეღიმება,
უნდა ვიჩქარო და სათქმელი მინდა მოვასწრო
დრო აღარ იცდის, ჩემი გულიც აღარ მშვიდდება,
სანამ ზამთარი განშორების ზარებს ჩამოკრავს,
უფლის კალთაში სამუდამოდ ჩამეძინება..