ვოვა ძოწენიძე:"ჩემი ქუთაისი"-
"ერემომ მოგვიყვა, სვანაძემ, აცხონოს ღმერთმა მისი
სული: პატარა ბიჭი ვიყავიო და მამაჩემს ვახლდი ბაზარშიო. მაშინ ქალი
იშვიათად რო ბაზარში გამყიდვლად
დამდგარიყოო. ეს ომამდე პერიოდია. ჰოდა, ერთი ქვრივი ყიდდა მწვანილსო.
ყველა მემწვანილე კლიენტს იმ ქალთან აგზავნიდა - იმისი ჯობია დღეს
მწვანილიო. მალე ამოათავებინესო და წავიდა ის ქალი სახლშიო. მამაჩემი იდგა
და ელაპარაკებოდა ვაჭრებსო. მერე ვკითხეო, მამა, რატო ქნეს ასეო. შვილო,
ქალის დანიშნულება ოჯახის და შვილების მოვლაა და არა ბაზარში დგომაო. მაგას
კარგი ქმარი მოუკვდა და გაჭირვება აყიდინებს მწვანილსო. მაგი სანამ
გარეთაა, სახლში შვილები უპატრონოდ არიანო და მარტო ქალი კი არა, ბავშვებიც
ზარალდებიანო. გამაოცა ამ ისტ