იგავი
ორი ძმა
ერთ სოფელში მოხუცი კაცი ცხოვრობდა,რომელსაც ორი ვაჟი ჰყავდა.
როდესაც ვაჟები დაქორწინდნენ მამამ ქონება თანაბრად გაუნაწილა.ვენახები,ყანები,ეზო და სახლ-კარი.თავად სოფლის ბოლოს ქოხში გადავიდა საცხოვრებლად.შვილებს კი ერთი რამე სთხოვა.
-არ მინდა რომელიმეს ხელი შეგიშალოთ და ტვირთად დაგაწვეთ.
სოფლის ბოლოს,მამაჩემის დატოვებულ ქოხში ვიცხოვრებ.ჩემთვისაც ასე სჯობია და თქვენთვისაც,ოღონდ ერთ დღეს,ერთმა უნდა მომიტანოს საჭმელი და ხილი,მეორე დღეს,კი მეორემ.
ასეც იქცეოდნენ ვაჟები.დღეგამოვებით მამასთან მიდოდნენ და სადილი მიჰქონდათ.
უფროსი ვაჟის ცოლი ძუნწი ქალი იყო.შვილის მიტანილი საჭმელი მოხუცს მეორე დღემდე არ ჰყოფნიდა,თუმცა საყვედურს არასდროს ამბობდა.უმცროსი