,,ერთხელ, წითელმა ყაყაჩომ, შავი ფხა რომ აქვს გულადა,
მიმართა იას ამაყად, უშიშრად, გაბედულადა:
--მე მაღალი ვარ, ლამაზი, ხალვათად ამოვსულვარ და
შენ პატარა ხარ, უჩინო, მე არა მგავხარ სრულადა!
იამ მიუგო ყაყაჩოს ჩვეულებრივად, ნელადა:
--მე, მართალია, არ ვჩანვარ, შენ ყველა გხედავს ველადა,
მაგრამ გახსოვდეს, დობილო, რაც ნათქვამია ძველადა,
ვისაც ვინ უ ყ ვ ა რ ს,
ჯ უ რ ღ მ უ ლ შ ი ც მოსძებნის უეჭველადა!"
ზ. მიქაცაძე-ჭიღლაძე.
ღვთისმშობელმა 59 წლის ასაკში მიიძინა და მისი სულის მისაღებად, თვით ქრისტე დაეშვა დედამიწაზე და ცაში აიყვანა.
მსგავსი არასოდეს მომხდარა.
როცა უფლის სამყოფელს მიუახლოვდნენ ანგელოზთა დასი გამოეგება და გალობა " ღირს არს "
დაიწყეს.
წმინდა ქალწულმა ყველანი დალოცა, ხოლო მთავარგანგელოზებს მიქაილს და გაბრიელს კი ხელზე ეამბორა.
ამბობენ 15 აგვისტოს უფლის დედის მიძინების დღეს, იგი ერთ სურვილს უსრულებს ადამიანებს.
დიახ, ამ დღეს ცა გახსნილია და რაც არ უნდა სთხოვოთ უწმინდესს ყველაფერს შეისმენს.
ყველაზე საუკეთესო არის ჩვენი ვნებების მიძინებას, თუ ვთხოვთ მას.
დედაღვთისა ფარავდეს სრულიად საქართველოს და ქართველ ერს.