ოთხი უსაშველო წელი გავიდა ხათუნა შენს გარეშე,ოთხი აუტანელი და შეუგუებელი ტკივილით სავსე წელი...როგორ ვერ ვეჩვევი უშენობას...ან როგორ უნდა შევეჩვიო შენი სიცილის,სუნთქვის გარეშე ცხოვრებას... შენთან ერთად ჩემი სულის დიდი ნაწილიც გარდაიცვალა...დარჩენილი კი საშინლად მტკივა...
ხათუნას....
ისევ მომენატრე,
უკვე მერამდენედ,
ცრემლი არ აშრებათ
თვალებს, ღამენათევს,
მე ხომ უშენობამ
გული ამომგლიჯა,
დრო ვერ მოერია
სულში ნაიარევს.
ყველგან დაგეძებ
და ვერსად ვერ გიპოვე,
შენი სიცილის ხმა
თითქოს ძარღვებს მითბობს,
რაღა დამრჩენია,
უფალს შევავედრებ,
შენი წმინდა სული
მუდამ გაანათლოს.
მტკივა უშენობა...სუნთქვა
მიძნელდება...
ის, რაც ვერ გითხარი
სულში სევდად რჩება,
როგორ მყვარებიხარ...როგორ
მენანება
უთქმელი სიტყვები
გულში ხინჯად მრჩება.
ქვაზე დახატული
შენი სილამაზე
სანთლების მკრთალ
შუქზე ისევ მეფერება,
როგორ მომენატრე...მართლა
მომენატრე...
ცამდე შორსა ხარ
და რაღა მეშველება...
03.03.2015.
როგორ მაკლიხარ და მენატრები ხათუნა,ყოველ წამს და ყოველ წუთს უშენობა გულს მიღრღნის,გაუსაძლისია სუნთქვა იმ ქალაქში,სადაც შენ არ ხარ,შეუძლებელია ამ ტკივილის ატანა და შეჩვევა უშენობასთან...მენატრები...