“სანამ ნაგავს არ გადაყრი, ახალი დღე არ დაიწყება."
“სამყაროში ადამიანი, რაც უფრო ჭკვიანია, მით უფრო მარტოა"...
"და განა შეიძლება იყო გულწრფელი და არ იყო წასაგებად გამზადებული..."
“ჰეი, თქვენ, ვინც ნიღბებს იკეთებთ, გახსოვდეთ, რომ სწორედ იმ წამს ძალიან შიშვლდებით.”
“სიკეთე ყველაზე ფრთხილად უნდა აკეთოს კაცმა, შვილო, დიდი ჭკუა უნდა სიკეთის მქნელსა, ვის უკეთებ, რატო უკეთებ, შენ რომ გსიამოვნებს, ეგ არა კმარა, გარჩევა უნდა, სიბრძნე და... სიძუნწე.“
“თავისუფლება არის ყველაზე უპირველესი, რაც ადამიანს შეიძლება ან წაართვა, ან მიანიჭო ."
“მინდა სადმე დავჯდე და ვიტირო
ჩემი მრავალსაუკუნოვანი გულუბრყვილობა".
“თუ ვინმეს ელი, უთვალავჯერ მოგეჩვენება იმის ფეხის ხმა..."
“რაც ხალხში ვიცხოვრე, იმდე
იცი რა მინდა?
მე და შენ ორნი
უბრალოდ დღეებს ერთად ვითვლიდეთ
და გარეთ იყოს ისეთი თოვლი,
რომ სადღაც წასვლა ძლიერ გვიჭირდეს.
იცი რა მინდა?
ვხურავდეთ ფანჯრებს და
ძველ ბუხარში ვანთებდეთ ფიჩხებს,
შენ მიმზადებდე ჟოლოს ჩაის და
არ მაშინებდეს ზამთრს სიცივე.
იცი რა მინდა?
იყოს სიჩუმე,
ფანჯრებს მიღმა კი ბარდნიდეს უხვად,
შენ მესაუბრო უხმოდ, უსიტყვოდ და
მესაუბრო ამინდზე თუნდაც....
-მითხრა, რომ ისე იმატებს თოვა,
ჩაიხერგება ყველა სავალი,
ვეღარ გავაგნებთ და ვრჩებით სტუმრად-
მთელი ცხოვრება ამ თბილ ზღაპარში.....
დიკა სალაყაია