ონკოლოგიურის უიმედოთა პალატაში ორნი იწვნენ. ერთი 45 წლის ქალი, ფილტვის კიბოთი დაავადებული
და მეორე 5 წლის გოგონა ტვინზე სიმსივნით, ორივე უპატრონო. ქალს, დედისერთას, მშობლები გარდაცვლილი ჰყავდა, გოგონა -- ბავშვთა სახლიდან გადმოყვანილი....
პალატიდან მომაკვდავი ბავშვის ისეთი გმინვა ისმოდა, რომ ექთნებიც აღარ ეკარებოდნენ ამ პალატას. მარტო ექიმი შედიოდა, ბავშვის გვერდით მდგარ სამედიცინო დანადგარს შეხედავდა," ათი დღე -ღა დარჩა", ჩაილაპარაკებდა და მიდიოდა...
....
ქალის ისტორია ბევრის მსგავსი იყო. ახალგაზრდობის შეცდომა--მგზნებარე სიყვარული, მერე ორსულობა და
მერე მიტოვება...
ექიმის კაბინეტი, სირცხვილნარევი ტკივილი და აბორტი.. დარჩა ყოველგვარი გრძნობისგან დაცლილი ქალი, გაყინული გულით და საშვილოსნო