image
ძლევაშემოსილსა საკვირველთმოქმედსა,
ბოროტის დამთრგუნველსა, დიდსა მოწამესა, წმიდასა ნათელ
გიორგის
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის
ი ლ ი ა II
მოკრძალებული თხოვნა
ტყვეთა განმათავისუფლებელო, ტანჯულთა შემწეო, უძლურთა მკურნალო და მწუხარეთა ნუგეშინისმცემელო, ქართველთა დიდო იმედო, ძლევაშემოსილო წმიდაო გიორგი, მე მსასოებელი შენი, ილია II, წყალობითა და განგებითა ღმრთისათა კათოლიკოს-პატრიარქი სრულიად საქართველოისა, გევედრები, აწ და მარადის იყავ წინამძღვარ ქართველთა ერისა და მფარველ ეკლესიისა ჩვენისა.
შენ ბრძანდები ოდითგანვე ერისმთავარი ჩვენი; ნუ დაივიწყებ ერსა შეცოდებულსა; მეოხ გვეყავ, რათა უფალმან შეგვინდოს და განკურნოს უძლურებანი სულთა ჩვენთანი; გვიხსნას ურწმუნოებისა, ამპარ
უფლის ჯვარცმამდე რამდენიმე დღე დარჩენილიყო.
ბზობა
მოახლოვდა პასექი და მასთან ერთად - მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების დასასრული. მწიგნობარნი და ფარისეველნი ხელსაყრელ შემთხვევას ეძებდნენ იესოს შესაპყრობად, მეტადრე - მას შემდეგ, რაც მაცხოვარმა თავისი მეგობარი ლაზარე ოთხი დღის მკვდარი გააცოცხლა. "მე ვარ აღდგომა და ცხოვრება, რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღა-თუ-კუდეს, ცხონდესვეო", - თქვა მაშინ იესომ. ამ სასწაულის მხილველმა მრავალმა ებრაელმა ირწმუნა მისი, მღვდელმთავარნი კი ამ ამბავმა უფრო მეტად გააბოროტა. გადაწყვიტეს, ქრისტეც მოეკლათ და ლაზარეც. განზრახული ჰქონდათ, იესო მაშინ შეეპყროთ, როცა ის პასექის დღესასწაულზე ტაძარში მივიდოდა.
ვნებამდე ექვსი დღით ადრე უფალი ლაზარეს ესტუმრა. ლაზარე გრძნობდა, რომ მალე