მაპატიე უფალო, რომ ისეთი არ ვარ როგორიც გინდა, რომ ვიყო...მაპატიე რომ ყოველ წუთს ვცოდავ...მაპატიე, რომ ყოველ ჩემს აღსარებას, კიდევ ერთი ცოდვა ემატება,მაპატიე რომ არ გიფასებ ამაგს...მაპატიე რომ ზოგჯერ არ ვიცავ მცნებებს და ვარღვევ მარხვას,მაპატიე რომ არ ვზრუნავ სულზე ისე, როგორც სხეულზე, მაპატიე რომ უნებურად ვტკენ, ვანერვიულებ..მაპატიე რომ გტკენ... მაპატიე რომ ზოგჯერ ცოდვას ნებით ჩავდივარ, იმ იმედით რომ მაპატიებ...მაპატიე, რომ ისე ძლიერ არ მიყვარხარ როგორც უნდა მიყვარდე, მაპატიე რომ დაპირებებს არ ვასრულებ პირნათლად..მაპატიე,რომ ზოგჯერ ვცრუობ, მაგრამ არასოდეს სხვის საზიანოდ.. თუმცა რამნიშვნელობა აქვს.... დიდი და პატარა ცოდვა ხომ არ არსებობს, ისევე როგორც"ნემსის ქურდი და აქლემის ქურდი ორივე ქურდ