გააკეთე ყველაფერი სიყვარულით
სამართლიანობა სიყვარულის გარეშე ადამიანს სასტიკს ხდის.
პასუხისმგებლობა სიყვარულის გარეშე ადამიანს ამპარტავანს ხდის.
სიმართლე სიყვარულის გარეშე ადამიანს კრიტიკოსად აქცევს.
ჭკუა სიყვარულის გარეშე ადამიანს ეშმაკად აქცევს.
თავაზიანობა სიყვარულის გარეშე ადამიანს ფარისეველს ხდის.
კომპეტენტურობა სიყვარულის გარეშე ადამიანს უკომპრომისოს
ხდის.
ხელისუფლება სიყვარულის გარეშე ადამიანს ტირანად აქცევს.
ღირსება სიყვარულის გარეშე ადამიანს ამპარტავნად აქცევს.
ვალდებულება სიყვარულის გარეშე ადამიანს აღიზიანებს.
სიმდიდრე სიყვარულის გარეშე ადამიანს ხარბს ხდის.
რწმენა სიყვარულის გარეშე ადამიანს ფანატიკოსად აქცევს.
რა მუხანათია ეს წუთისოფელი,
წლები ასე სწრაფად ნეტავ სად მიჰქრიან?
არას დაგიდევენ, არც გეკითხებიან,
თვალსა და ხელს შუა, სადღაც შორს ქრებიან.
მიდიან, თან მიაქვთ ტკბილ-მწარე წარსული,
გული კი, თითქოს და კვლავ უცდის ალიონს,
წარსულზე ფიქრით და მომავლის იმედით,
უნდა რომ სიცოცხლე სიმღერით გალიოს.
გულო პაწაწინავ, ნუ დამიბერდები,
რა უშავს თუ წლები გვტოვებენ დაზაფრულს,
შენ არ მიღალატო და არ მიმატოვო,
ერთად დაველოდოთ, მომავალ გაზაფხულს.
არ ვიცი, რა სჯობია...უდედოთ გაზრდილი შვილები და წვალებით ნაშოვნი ფული, თუ სამშობლოში მშიერი ყოფნა. მაგრამ ხშირად გვგონია, სადაც ჩვენ არ ვართ, იქ ყველგან კარგია. ნოსტალგია უნდა გამოსცადო, რომ გაიგო, რა სენია. ზოგჯერ არჩევანი არა გვაქვს ადამიანებს და შვილების გადასარჩენად ყველაფერზე მივდივართ.ჩვენ გაყინულები ვართ დროსა და სივრცეში...სიზმარივით გადის დრო. სხვისი ცხოვრებით ვცხოვრობთ და ემიგრაციაში თითქმის ყველა, ვისაც გული აქვს, დეპრესიის საშინელი სენით არის დაავადებული ..