რა ადვილია... სიყვარულზე ლექსები წერო...
მაგრამ ლექსებში... სული ჩადო... ცოტა ძნელია...
რა ადვილია... სიყვარულზე... სიტყვა მოძებნო...
მაგრამ ის ახსნა... რაც სულშია... ცოტა რთულია...
რა ადვილია... დაელოდო... თვითონ სიყვარულს...
მაგრამ სიყვარულს... გაეცალო... უფრო ძნელია...
რა ადვილია... სიყვარული გულში ატარო...
გულს კი ტკივილი თუ შემორჩა... უფრო რთულია...
რა ადვილია... როცა გულში სიმართლე დადის...
მაგრამ ვიღაცას... დააჯერო... ეს კი ძნელია...
რა ადვილია... როცა იცი... სული წმინდა გაქვს...
მაგრამ ვიღაცა... შენს სულს ჩაწვდეს... უფრო რთულია...
რა ადვილია... შენს გარშემო როცა ხალხია...
რომ გაარჩიო... ვინ-ვინ არის... ეს კი ძნელია...
რა ადვილია რომ გიყვარდეს ადამიანი.