ბებიაჩემი ჭკვიანი ქალი იყო.ზეპირად იცოდა საუფლო დღესასწაულები,მათი მნიშვნელობა.არავის გვაძლევდა მათი დარღვევის უფლებას...
ბებიას მიაჩნდა რომ ასეთ დღეებში არ შეიძლებოდა,კერვა,თმის შეჭრა,მიწის დამუშავება...რადგან ეს იყო უფლის დღე და პატივი უნდა მიგვეგო მისთვის.მახსოვს როგორ გვიყვებოდა მე და ჩემს და ძმას ყოველ ხარება დღეს, ხარების დღესასწაულის "სასწაულზე"...
თურმე ამ დღეს ერთ მეგრელ ქალბატონს,რომელიც ყოფილა გვარად ხარებავა არ გაუთვალისწინებია მეზობლის რჩევა და კერვა დაუწყია სიმღერით "სი ხარება,მა ხარება,
სქან მუნულას გახარება"-ო..ეს თქვა თუ არა,მაშინვე ქვად გადაიქცაო.ყოველი წლის ხარების დღეს,ეს ქვა ირწევა თურმე და ცრემლი ჩამოსდის...
არვიცი ეს სინამდვილეა თუ ლეგენდა,მაგრამ ის კი ვიცი,რომ უფლის
როცა მეზობლის ტირილს გაიგებ,
როცა გოდება გესმის ხმიანი,
შენ კი ჩუმად ხარ და ხმას არ იღებ,
მაშინ, არა ხარ ადამიანი;
თუ ხედავ, ხდება დანაშაული,
არ ხდება საქმე სამართლიანი,
შენ კი უჩუმრად გვერდით ჩაუვლი,
არც მაშინა ხარ ადამიანი;
როცა ქუჩაში ვინმე ხელს გიწვდის,
ჩამოძენძილი, ტალახიანი,
შენ თავს იბრუნებ, გული არ მიგდის,
არ ხარ, ამიტომ, ადამიანი;
თუკი ვიღაცა კვნესის სნეული,
ცრემლები მოსდის ტკივილიანი,
შენ კი არ გეწვის გული, სხეული,
არა, არა ხარ ადამიანი;
როცა გვერდით გყავს ვინმე მწუხარე,
გამოლეული და დარდიანი,
შენ კი შორიდან უხმოდ უყურებ,
არა ხარ, მაშინ, ადამიანი;
თუკი უაზროდ სუნთქავ, დადიხარ,
თუკი არ გიძგერს გული ღმრთიანი,
თუკი არავის არად არგიხარ,
ხარ კი საერთოდ ადამიანი?
თვის ხატად შეგვქმნ