დედიკოს
თვალზე ცრემლებს შეგიშრობ და
ყურში ჩუმად გეტყვი,
რომ მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ
ყველაფერზე დედი.
არ იდარდო, არ იტირო,
გეხვეწები დედი.
მერე რა თუ წავიქეცი
და ვიტკინე ფეხი.
ნახე უკვე აღარ მტკივა,
არ გატყუებ დედი.
შენმა ალერსმა მიშველა,
მომირჩინა ფეხი.
ვიცი ვცელქობ და გაბრაზებ,
აბა რა ვქნა დედი.
შენც ხომ იყავ პატარა და
შენც იყავი ცელქი.
ჯერ ხომ ისევ პატარა ვარ,
მიტომ ვცელქობ დედი.
როცა დიდი გავიზრდები,
არ ვიქნები ცელქი...
29.08.2020
მზია კაპანაძე